განახლებული სუ 25

  • სუ-25 შეიქმნა OKB SUKHOI-ს მიერ, მისი სერიული წარმოება კი ქარხანაში დაიწყო. ყველა გეგმის, ნახაზის მფლობელი და სარემონტო დოკუმენტაციის შემმუშავებელნი ვართ ჩვენ. ამ მოიერიშემ თავისი პირველი ფრენა შეასრულა ქარხნის ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკიდან 1975 წელს.
  • წლიური წარმოების პროგრამა იყო 150 ერთეული თვითმფრინავი.
  • ყველა საბრძოლო ვერსია სუ-25-ისა აშენებულია თბილისის საავიაციო ქარხანაში. Ulan Ude აწარმოებდა სუ-25უბ-ს (სასწავლო-საბრძოლო მოიერიშეს). 1992 წლიდან „თამ“-ი დამოუკიდებლად აწარმოებს და სთავაზობს მსოფლიოს ფართო სუ-25-სა და სუ-25უბ-ს. სუ-25-მა წარმატებით შეასრულა სამხედრო ოპერაცია მრავალ კონფლიქტში, როგორიცაა ავღანეთი, ირანი და ა.შ.
  • დღეისათვის ჩვენ ვთავაზობთ სამყაროს ახლო საჰაერო საბრძოლო მხარდაჭერას სუპერ 25-ს.
  • სუ-25-ის წარმოებიდან 40 წლის მანძილზე დამზადებულია 1000-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელთა 75% არის საფრენოსნო მდგომარეობაში.

მოდერნიზებული თვითმფრინავი უზრუნველყოფს

  • ნატო/ICAO სისტემებთან თავსებადობას;
  • ღამისა და ცუდი ამინდის პირობებში თვითმფრინავის გამოყენებას;
  • ავიაბომბების, უმართავი რეაქტიული ჭურვების სიზუსტის მახასიათებლების გაზრდა 2.5-3 ჯერ;
  • საჰაერო ბრძოლაში გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა 2.5-3 ჯერ;
  • ფრენის უსაფრთხოების გაზრდა ხმოვანი გამაფრთხილებელი შეტყობინებებისა და ალგორითმების მეშვეობით;
  • მიზნის ზემოთ ყოფნის დროის 20 % – ით გაზრდას ფრენის მარშრუტის ოპტიმიზაციის მეშვეობით;
  • სავარჯიშო თვისებების უზრუნველყოფა დასავლური კონცეფციის გამოყენების მეშვეობით (ვიდეო ჩანაწერები ფოტო და კინომაკონტროლებელი აპარატურის მაგივრად);
  • საავიაციო გამანადგურებელი საშუალებების გაფართოებული ნომენკლატურის გამოყენებას, ყველა სტანდარტული შეიარაღება დამკვვეთის სურვილის მიხედვით;
  • სისტემების საიმედოობის ამაღლება;
  • პილოტის დატვირთვის შემცირება კაბინაში მოწყობილობებისა და გადამრთველების რაოდენობის მკვეთრი შემცირების, ფერადი დისპლეების გამოყენების, ციფრული რუკებისა და მუზარადზე დამონტაჟებული სამიზნე აღნიშვნის სისტემის გამოყენების მეშვეობით;
  • თვითმფრინავის ექსპლუატაციის ხარჯების შემცირება დასავლური ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით;
  • ფრენისთვის თვითმფრინავის მზადების მკვეთრი დროის შემცირებას.