ჩვენი კომპანია
კომპანია “თამ მენეჯმენტი” შეიქმნა 2015 წელს, სს „თამ“ თბილავიამშენის ერთი ჯგუფის მიერ და ფუნქციონირებს ამავე ქარხნის ტერიტორიაზე. იგი დაკომლექტებულია ავიამშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პერსონალით (კონსტრუქტორები,ინჟინერ-ტექნიკოსები, მუშები), რაც უზრუნველყოფს მაღალი ტექნიკური სირთულისა და ხარისხის, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის დამზადებასა და სერვისის მიწოდების გარანტიას.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამხედრო და სამოქალაქო საავიაციო პროდუქციის, სპეცტექნიკის, სათადარიგო ნაწილების დაპროექტება, წარმოება, რემონტი/კაპიტალური რემონტი, მოდერნიზება,სერვისული მომსახურება და სხვ.
კომპანიამ, ფუნქციონირების დაწყებისა და წარმატებული განვითარების უზრუნველსაყოფად, განახორციელა მისთვის სარგებლობაში გადაცემული მოძველებული/ამორტიზებული საამწყობო საამქროს სრული სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოები, ტექნიკური ხელსაწყოებითა და მანქანა დანადგარებით აღჭურვა, ლაბორატორიისა და საკონსტრუქტორო სამსახურის მოწყობა (სრული პროგრამული უზრუნველყოფით), რისთვისაც გაწეულ იქნა 10 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია.