საამწყობო საამქრო

საამწყობო საამქრო აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საწარმოო ინფრასტრუქტურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ და საერთაშორისო მიღებულ ნორმებს, როგორც ტექნიკური (მ.შ. სეისმომედეგობის, სახანძრო უსაფრთხოების), ასევე, შრომის უსაფრთხოებისა და თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კომპანიის მართვის სისტემა ეფუძნება კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკას, დანერგილია ხარისხის მართვის სტანდარტები – ფლობს ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სერტიფიკატებს – ISO 9001 2015 წლიდან  და EN 9100 2016 წლიდან.

კომპანია ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი გენერალური ლიცენზიების საფუძველზე:

  • სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია;
  • სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია;
  • სამხედრო პროდუქციის დამზადების (წარმოება) გენერალური ლიცენზია.